კიშ-ლორენი ქათმით
ვახშმისთვის ეს გემრიელი და საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი კიში შევარჩიეთ.
ცომისთვის დაგვჭირდება:
50 გ კარაქი
200 გ ფქვილი
1 კვერცხი
0,5 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. ცივი წყალი
შიგთავსისთის:
300 გ შამპინიონი
300 გ ქათმის ფილე
1-2 თავი ხახვი
150 მლ საშუალო ცხიმიანობის ნაღები
2 კვერცხი
100-150 გ პარმეზანი, ან სხვა ყველი, თქვენი გემოვნებით
მარილი
წიწაკების მიქსი
დანის წვერზე-მუსკატი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
კარაქი და ფქვილი ავკეპოთ, დავუმატოთ მარილი, კვერცხი და წყალი. მოვზილოთ ცომი და შევდოთ ერთი 40 წუთით მაცივარში.
ქათმის ფილე დვჭრათ მომცრო ნაღრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევწვათ სქელძირიან ტაფაზე ზეთში და კარაქში (ტაფაზე ვასხამთ ცოტაოდენ ზეთს და ვუმატებთ კარაქს).
ცალკე ტაფაზე ზეთში და კარაქში შევწვათ ხახვი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო, მოვბრაწოთ და დავუმატოთ მარილი, წიწაკები, კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
გავაბრტყელოთ ცომი, მაღარლბორტიან საცხლობ ფორმას კარგად წავუსვათ კარაქი. ცომი ჩავაფინოთ ფორმაში და გავასწოროთ, ამოვიყვანოთ გვერდებზეც. შემდეგ ცომზე გადავიტანოთ შიგთავსი.
კვერცხი და ნაღები კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ გახეხილი ყველი, მუსკატი და მოვასხათ ზევიდან შიგთავსს.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!