ბრინჯის პუდინგი
დღე ჯანსაღი საუზმით დავიწყოთ. მოვამზადოთ ბრინჯის პუდინგი, რომელიც პრაქტიულად ფაფასავით სასარგებლოა, მაგრამ გაცილებით უფრო გემრიელი.
დაგვჭირდება:
100 გ მრგვალი ბრინჯი
2 ჭიქა რძე
50 გ შაქარი
2 კვერცხი
1 ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
დანის წვერზე-დარიჩინი
მწიკვი მარილი
შაქარი და ლიმონის ცედრა ავურიოთ, დავასხათ რძე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ ერთი 15 წუთი, ბრინჯის მზადყოფნამდე, თან ვურიოთ.
ამის შემდეგ, გადავიტანოთ ბრინჯი ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ცოტა შევაგრილოთ.
აასობაში ცალკე ავთქვიფოთ ვერცხის ცილა ლიმონის წვენთან ერთად, შევურიოთ ბრინჯს ჯერ კვერცხის გულები, შემდეგ ცილა, ფრთხილად მოვურიოთ და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 10 წუთით.
გამზადებულ პუდინგს მოვაყაროთ დარიჩინი და მოვასხათ გემოვნებით ხილის ჯემი სოუსი.
გემრიელად მიირთვით!