top of page

ბრუსელის კომბოსტო ბეშამელის სოუსით და ყველით


მარტივი და გემრიელი ბრუსელის კომბოსტოს კერძი, რომელიც ჩვენ ვეგეტარიანელ მკითხველებსაც დააინტერესებს.

დაგვჭირდება:

500 გ ბრუსელის კომბოსტო

50-100 გ არმეზანი, გრანო პადანა ან სხვა მყარი ყველი, თქვენი გემოვნებით

500 მლ რძე

50 გ არაქი

50 გ ფქვილი

დნის წვერზე მუსკატი

მარილი

შავი წიწაკა

ზეითუნის ზეთი

ბრუსელის კომბოსტო გავრეცხოთ, მოვაშოროთ დამჭკნაი ფოთლები, დავასხათ მდუღარე წყალი, დავუმატოთ მარილი და წამოვადუღოთ. ვადუღოთ 5 წუთი, შემდეგ კი გადავწუროთ დაგავავლოთ ცივი წყალი.

მოვამზადოთ ბეშამელი: კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დვუმატოთ ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ცოტა მოვტუშოთ, შემდეგ კი შემდეგ დავუმატოთ რძე. გავაგრძელოთ სოუსის მორევა, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ მუსკატი, ცოტა მარილი და წიწაკა, შემდეგ კი გახეხილი ყველი. მოვურიოთ, სანამ ყველი არ გალღვება.

კომბოსტო გადავიტანოთ პორციულ ან ერთ მოზრდილ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოვასხათ სოუსი და შევდოთ დაახლოებით 10 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page