top of page
Поиск

მოთუშული კომბოსტო კარტოფილით და ძეხვით

  • Manana
  • 17 февр. 2017 г.
  • 1 мин. чтения

ჩვენი დღევანდელი ვახშამი ცნობილი შუკრუტის გამარტივებული ვერსია. უფრო შინაური და უბრალო კერძი გამოგვივა, მაგრამ არანაკლებ გემრიელი.

დაგვჭრდება:

1 საშუალო თავი კომბოსტო

4 კარტოფილი

1 დიდი თავი ხახვი

2 სარდელი

2 სოსისი

1 მონადირეს ძეხვი

1 ძეხვი ჩორიზო (ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)

მარილი

შავი წიწაკა

20 გ კარაქი

ხახვი დავჭრათ რგილებად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და მოვთუშოთ ერთად ერთი 5 წუთი. ამის შემდეგ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი კომბოსტო, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი დავუმატოთ დაჭრილი ძეხვეულობა, მოვურიოთ და კიდე ერთი 10 წუთი ვთუშოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page