ფრანგული კლასიკური ტომატის სოუსი
და ბოლოს, მეხუთე დედა-სოუსი- ტომატის სოუსი, რომლის კლასიკური ვერსია მარტივი და გემრიელია.
ევრპელებმა ტომატის სოუსის მომზადება აცტეკებისგან ისწავლეს, რომლებიც პომიდორს არომატულ ბალახებს და წიწაკა ჩილის უმატებდენ. როგორც კი ევროპელებმა გადალახეს პომიდორის ხასხასა ფერით გამოწვეული შიში, ის ევროპული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა.
პომიდვრის სოუსის მრავალი ვერსია არსებობს. ესაა იტალიური მარინარა (Marinara sauce- ნეაპოლიტანური პიცის და პასტის ცოუსი), ასევე იტალიური ბოლონეზე (Bolognese sauce- ტომატის და ხორცის სოუსი), ამერიკული კეტჩუპი (Ketchup- ტომატის კონცენტრატი ძმრით, მარილით და სპეციებით), ესპანური სალსა (Salsa- ცხარე ტომატის სოუსი. არსებობს წითელი სალსა როხა(salsa roja) და მწვანე სალსა ვერდე (salsa verde), რომელსაც მწვანე მექსიკური პომიდვრისგან ამზადებენ ) და სხვ.
ჩვენ დღეს კლასიკურ ვერსიას მოვამზადებთ, რომელიც შემდეგ თქვენ გემვნებით შეგიძლიათ სხვადასხვა სანელებლებით და ბოსტნეულით შეაზავოთ.
დაგვჭირდება:
1 კგ პომიდორი
1 თავი ხახვი
1 ჩ.კ. შაქარი
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
პომიდორს გავაცალოთ კანი. ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ მოვთუშთ ზეთში. დავუმატოთ დაჭრილი პომიდორი. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ შაქარი და ვხარშოთ ერთი 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი და გამოვრთოთ ქურა.
რა საკვირველია, სეზონზე მწიფე პომიდვრისგან მომზადებული სოუსი ყველაზე გემრიელია, მაგრამ ზამთრში იგივე სოუსი კონსერვირებული კანგაცლილი პომიდვრითან მშვენიერია. ამ სოუსის ბაზაზე, სხვადასხვა სანელებლების და მწვანილი დამატებით შეგვიძლია სხვა მრავალი სოსუსი მოვამზადოთ.
გემრიელად მიირთვით!