ქათმის ღვიძლის სალათი ბეკონით
დაგვჭირდება:
300 გ ქათმის ღვიძლი
პატარა კონა მწვანე სალათის ფოთლები
5 თხელი ნაჭერი ბეკონი
1 მოზრდილი თავი თეთრი ხახვი
დრესინგისთვის:
1 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
1 ს.კ ლიმონის წვენი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ჩ.კ. შაქარი
მარილი
შავი წიწაკა
ბეკონი დავჭრათ თხლად და მოვბრაწოთ ტაფაზე, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ხახვი, ესეც რომ მოიბრაწება, დავუმატოთ ქათმის ღვიძლი. ვთუშოთ ერთად რამდენიმე წუთი, ღვიძლის მზადყოფნამდე.
დრესინგის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და მოვასხათ თბილ ღვიძლს. კარგად მოვურიოთ.
სალათის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ჩადოთ ჯამში. დავუმატოთ ღვიძლი, ბეკონი და ხახვი.
გემრიელად მიირთვით!