top of page

ჰოლანდიური სოუსი


სანამ ფრანგული დედა-სოუსების შესახებ საუბარს დავასრულებთ, კიდე ორ სოუსს მოვამზადებთ.

ერთ-ერთი მათთაგანნი არის სოუსი ოოლანდეზ (Hollandaise), ანუ ჰოლანდიური სოუსი- კვერცხის გულების და კარაქის ამულსია, რომელსაც ლიმონის წვენი ემატება.

დაგვჭირდება:

3 მოზრდილი კვერცხი გული

150 გ კარაქი

2 ს.კ. ლიმონის წვენი

0,5 ჩ.კ. მარილი

თეთრი წიწაკა

მწიკვი მუსკატი

კარაქი გავალღვოთ, გავატაროთ თხელ საცერში, შემვდგათ ორთქლზე და დავუმატოთ ლიმონის წვენთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები. ვურიოთ, კვერცხი რომ არ შეიკრას. სოუსი რომ გასქელდება, დავამატოთ მარილი, წიწაკა და სურვილისამებრ, მუსკატი.

ეს სოუსი იდეალურია თევზთან, ზღვის პროდუქტთან, ბოსტნეულთან და კვერცხთან. ჰოლანდიური სოუსის ბაზაზე ბევრი სხვა საინტერესო სოუსი მზადდება, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია მაიონეზი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page