top of page

მოთუშული წითელი კომბოსტო ვაშლით და სუნელებით


დღევანდელი საღამოსთვის მსუბუქი და სასარგებლო ვახშამი შევარჩიეთ. თუმცა მათთვის, ვისაც განსაკაუთრებულად დიდი მადა აქვს, ჩვენი კომბოსტო მშვენიერი გარნირი იქნება ხორცის კერძებთან.

დაგვჭირდება:

1 თავი ჭითელი კომბოსტო

1 პატარა ჭარხალი

2 თავი ხახვი

2 მაგარი მწვანე ვაშლი

1 ლიმონის წვენი

3 ს.კ. შაქარი

მარილი

5-6 სურნელოვანი წიწაკის მუხუდო

დანის წვერზე დარიჩინი

დანის წვერზე მიხაკი

2-3 ს.კ კარაქი

კომბოსტო თხლად დავჭრათ, დავუმატოთ თხელ რგილებად დაჭრილი ხახვი, ვაშლი, გახეხილი ჭარხალი, სურნელოვანი მუხუდო, დარიჩინი და მიხაკი. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი და შაქარი და კიდე კარგად ამოვურიოთ.

ეს მასა მოვათავსოთ სქელძირიან ჭრმა ტაფაში, ზევიდან დავალაგოთ პატარ-პატარა კარაქის ნაჭრები, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე სანამ კომბოსტო არ დარბილდება. შუალედში ერთი-ორჯერ კარგად მოვურიოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page