top of page

ბოსტნეულის რაგუ ბრინჯით აღმოსავლურ მოტივებზე


დაგვჭირდება:

1 თავი ბროკოლი

2 მოზრდილი კარტოფილი

2 სტაფილო

1 წითელი ბულგარული

2 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი

50 გ ნიგოზი ან ნუში

1-2 დაფნის ფოთოლი

1 ჩ.კ. ძირა

1 ჩ.კ. კურკუმა

0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი

მარილი

​2 ს.კ. ტომატ-პასტა

50 გკარაქი

200 მლ დაბალი ცხიმიანობის ნაღები ან ქოქოსის რძე

250 გ ბრინჯი

ბროკოლი დავანაწევროთ, მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ კარტოფილი და სტაფილო, დავასხათ წყალი და მოვწალოთ, ერთი 8-10 წუთი. არ უნდა ჩავხარშთ.

ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვთუშოთ კარაქში. იქვე დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ძირა და ნუში. შემდეგ დავუმატოთ კურკუმა, დაჭყლეტილი ნიორი, ჯინჯერი და ვთუშოთ კიდე ერთი წუთი, შემდეგ დავუმატოთ ტომატი, მსხვილად დაჭრილი ბულგარული, ქინძი და ერთი-ორ წუთში დავუმატოთ აქვე მოწალული ბოსტნეული. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ ქოქოსის რძე, მოვურიოთ და ვთუშთ კიდე ერთი 5 წუთი.

ბოლოს დავამატოთ მარილი.

ცალკე, მარილწყალში მოვხარშოთ ბრინჯი. ის იდეალურად დაასრულებს ჩვენ კერძს გარნირის სახით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page