top of page

მაჭკატები შოკოლადის შიგთავსით


ყველიერის კვირა გვაქვს, ჰოდა ბავშვებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელით. საუზმისთვის მოვამზადებთ მაჭკატებს ნუტელას შიგთავსით და მერწმუნეთ, ეს მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი საუზმე იქნება.

დაგვჭრდება:

200 გ ხაჭო

1 კვერცხი

50-100 გ ფქვილი

მწიკვი მარილი

ვანილი

ზეთი

ნუტელა ან 1 ფილა შოკოლადი

ხაჭო და კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, ვანილი და ფქვილი. კარგად მოვურიოთ.

გახურებულ ტაფას მოვასხათ ზეთი, შემდეგ სუფრის კოვზით დავდოთ პატარა მაჭკატები, ზევიდან დავადოთ შოკოლადის ნატეხი ან 1 ჩ.კ. ნუტელა და შემდეგ ისევ სუფრის კოვზით ცომი. შოკოლადი უნდა "ჩაიძიროს" ცომში. დავაფაროთ ტაფას თავსახური და შევწვათ მაჭკატები ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page