რაგუ ფინ
რაგუ ფინ( ragoût fin- ფრანგულად დახვეწილი რაგუ) —გერმანული კლასიკური სამზარეულოს ცნობილი კერძია, განსაკუთრებით პოპულარული ბერლინში. ეს გახლავთ თეთრი ხორცის (მეტწილად ხბოს ხორცის, თუმცა ხანდახან ქათმის ან ინდაურის ხორცსაც იყენებენ) რაგუ თეთრ სოუსში.
დაგვჭრდება:
750 გ ხბოს ხორცი
2 ჭიქა ქათმის ბულიონი
100 გ შამპინიონი
2 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. მყარი ყველი (პარმეზანი, პეკორინო ან სხვა, თქვენი გემოვნებით)
1 ლიმონის წვენი 3 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
0,5 ჭიქა ვორჩესტერის სოუსი
შავი წიწაკა
მარილი
30 გ კარაქი
კარგად გავრეცხოთ ხორცი და დავჭრათ მომცრო ზომის კუბებად. მოვთუშოთ ხორცი კარაქში, საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 15 წუთი.
ცალკე, სქელძირიან ტაფაზე გავალღვოთ 2 ს.კ. კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ ფრთხილად დავუმატოთ ქათმის ბულიონი, კარგად ვურიოთ, ფქვილი და კარაქი ბოლომდე რომ გაიხსნას და ერთი 5 წუთი ვთუშოთ.
შემდეგ ჩავდოთ ამ სოუსში თხლად დაჭრილი შამპინიონი, მობრაწული ხორცი და ერთად ვთუშოთ ერთი 5 წუთი კიდე. დავუმატოთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, ღვინო, მარილი, წიწაკა, მოვურიოთ და გავაგრძელოთ მოთუშვა. ერთ 5 წუთში გადავიტანოთ ხორცი და სოკო ცეცხლგამძლე ფორმაში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15-20 წუთით.
გამზადებულ რაგუს მოვასხათ დარჩენილი ლიმონის წვენი და ვორჩესტერის სოუსი.
რაგუ ფინ შეგვიძლია მოვამზადოთ პორციულ ფრმებშიც.
გემრიელად მიირთვით!