გამომცხვარი კრეპები ქათმით და სატაცურით
კრეპების კიდე ერთი ძალიან გემრიელი და საინტერესო რეცეპტი. შაბათ-კვირას მეგობრებს თუ დაპატიჟებთ სტუმრად, გაუმასპინძლდით და ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან.
დაგვჭირდება:
3 ქათმის ფილე
300-400 გ სატაცური
300-400 გ შამპინიონი
1 თავი ხახვი
150 გ მოცარელა
150 გ გაუდა ან ემენტალი
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
10 თხელი კრეპი
გამოვაცხოთ კრეპები ჩვეულებრივი წესით.
ქათამი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევწვაღ ზეთში და კარაქში.
ცალკე ტაფაზე, ასევე ზეთში და კარაქში შევწვათ თხლად დაჭრილი ხავი, შემდეგ დავიმატოთ ასევე თხლად დაჭრილი შამინიონი, მარილი და წიწაკა და ერთად მოვთუშოთ. ბოლოსდავუმატოთ ქათამი და კიდე კარგად მოვურიოთ.
სატაცური მოვწალოთ მარილწყალში.
თითოეული კრეპზე დავდოთ ცოტადენი ქათმის შიგთავსი, ერთი-ორი ღერი სატაცური, წვრილად დაჭრილი ან გახეხილი მოვარელა და შევავხიოთ. ჩვალაგოთ კრეპები ცეცხლგამძლე ფორმაში, მოვაყაროთ გახეხილი გაუდა ან ემენტალი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!