top of page

ქათმის სუპი მწვანე ბარდით


სადილისთვის დღეს ძალიან არომატულ, გემრიელ და ნოყიერ წვნიანს ვამზადებთ. გაზაფხული მოდის, ჰოდა ჩვენი ხასხასა მწვანე სუპი საგაზაფხულო განწყობასაც შექმნის.

დაგვჭირდება:

1 საშუალო ქათამი

4 კარტოფილი

3-4 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

0,5 ჭიქა მწვანე ბარდა (უმჯობესია გაყინული გამოიყენოთ და არა კონსერვირებული)

1ჭიქა გრძელი ბრინჯი

1 კონა ქინძი

1 ლიმონი

მარილი

წიწაკების მიქსი

ქათამი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან და შევაგრილოთ. ბულიონში კი ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი, დავუმატოთ მარილი და დავადგათ მოსახარშად საშუალო ცეცხლზე.

ქინძი, ნიორი და ხახვი დავაბლენდეროთ. კარტოფილი რომ მოხარშება, სუპს დავუმატოთ დაბლენდერებული მწვანილი, ბარდა, დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ კიდე ერთი 2-4 წუთი.მწვანილმა არ უნდა შაიცვალოს ფერი, ხასხასა დავტოვოთ.

გამზადებულ წვნიანში ჩავალაგოთ კანგაცლილი, ძვალგამოცლილი ხორცის ნაჭრები და დავაფაროთ თავსახური. გავაჩეროთ ასე ერთი 5 წუთი, ქათამმა რომ შეიწოვოს არომატები, შემდეგ კი გავანაწილოთ პორციულ თაფშებზე და სურვილისამებრ, დავუმატთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი ნაღები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page