ყავის ქაფქეიქები ნიგვზით
ნიგვზის და ყავის არომატები ჩვენ დღევანდელ მარტივ და გემრიელ დესრტში
დაგვჭირდება:
75 გ კარაქი
250 გ შაქარი
1 კვერცხი
150 მლ მაწონი
2 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. ხსნადი ყავა
300 გ ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ს.კ. გატარებული ნიგოზი
კრემისთვის:
200 გ კარაქი
1 ს.კ. ხსნადი ყავა
1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
150 გ ნიგოზი
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, მაწონი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, კაკაო, ყავა და ფქვილი. ბოლოს დავუმატოთ გატარებული ნიგოზი.
მაფინების ფორმებში ჩავალაგოთ ქაღალდის ფორმები და შევავსოთ ისინი ცომით, ისე, რომ ფორმის 1/4 ცარიელი დარჩეს.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუნელში დაახლოებით 20 წუთი.
მოვამზადოთ კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ ერთი 5 წუთი. ნელ-ნელა დავუმატოთ ყავა და კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ კი მოხარშული შესქელებული რძე.
გამზადებული კრემი ერთი 40 წუთით შევინახოთ მაცივარში, შემდეგ კი მოვრთოთ გაგრილებული მაფინები. ზევიდან მოვაყაროთ მსხვიალდ დაჭრილი მოხალული ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!