top of page

ხორცის რულეტი ბეკონით და ყველით

მატივი და გემიელი რეცეპტი თქვენი სადღესასწაულო სუფრისთვის.

დაგვჭირდება:

10 თხელი ნაჭერი ბეკონი

1 კგ საქონლის ხორცის ფარში

2 კვერცხი

მარილი

შავი წიწაკა

4 ს.კ. საფანელი

150 გ მოცარელა

ფარში შევაზავოთ მარილით, წიწაკით, დავუმატოთ საფანელი, კვერცხი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ გადავიტანოთ ფოლგაზე და გავაბრტყელოთ. შუაში დავალაგოთ ერთ რიგად მოცარელა და გადავახვიოთ რულეტივით.

ბეკონი გავშალოთ ფოლგაზე, ზევიდან მოვათავსოთ რულეტი და გადავახვიოთ ისე, რომ ბეკონიგარედან ფარავდეს ჩვენ რულეტს სრულად.

შევახვიოთ ფოლგაში და შევდოთ ერთი 30 წუთით მაცივარში, შემდეგ კი გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page