top of page

ავოკადოს სუპი კრევეტებით


დღეს კიდე ერთ ძალიან სასარგებლო და გემრიელ წვნიანს მოვამზადებთ. ამჯერად, ზღვის პროდუქტის მოყვარული გურმანებისთვის საინტერესო რეცეპტი შევარჩიეთ. ავოკადოს და კრევეტების წვნიანს ქათმის ბულიონზე ვამზადებთ და ძალიან ნაზი და დახვეწილი გემო და სტრუქტურა გამოგვივა.

დაგვჭირდება:

4 მწიფე ავოკადო

1 ლ ქათმის ბულიონი

200 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

400-500 გ მოზრდილი ზომის კრევეტები

2-3 კბილი ნიორი

50 გ მოხალული სეზამის მარცვლები

2 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო

2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

წიწაკების მიქსი

ავოკადოს გამოვაცალოთ კურკა და მოვაშოროთ კანი, შემდეგ დავაბლენდეროთ ნაღებთან ერთად. ქათმის ბულიონი წამოვადუღოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ ავოკადოს მასა და ღვინო. დავუმატოთ მარილი.

სქელძირიან ტაფაზე გავახუროთ ზეთი, შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და როგორც კი ნიორი ოდნავ ფერს შეიცვლის და თავის არომატებს ზეთს მისცემს, ჩავყაროთ გასუფთავებული კრევეტები. მოვხალოთ ერთი 3 წუთი , როგორც კი გავარდისფრდება, მზადაა.

ჩვენი სუპი გავანაწილოთ ფიალებში, მოვაყაროთ ფერადი წიწაკები, სეზამის მარცვლები და გავაფორმოთ კრევეტებით. წურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page