top of page

კარტოფილის სუპი ყველით და ბეკონით


ძალიან მარტივი და გემრიელი წვნიანი, რომელიც ნებისმიერ ცივ დღეს გააგემრიელებს და გაახალისებს.

დაგვჭირდება:

6 საშუალო კარტოფილი

1-2 თავი ხახვი

1-2 კბილი ნიორი

250 მლ ნაღები

150-200 გ ჰოლანდიური ყველი

2 ს.კ. ფქვილი

20 გ კარაქი

მარილი

წიწაკების მიქსი

1-2 ღერი მწვანე ხახვი

წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვთუშოთ კარაქში ერთი 5 წუთი. დავუმატოთ ფქვილი, ვთუშოთ კიდე ერთი -ორი წუთი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, დავასხათ დაახოებით 1 ლ წყალი და ვხარშოთ მზადყოფნამდე.

ამის შემდეგ, რამდენიმე ნაჭრიკარტოფილი გადავდოთ, დანარჩენი მასა კი დავაბლენდეროთ, შემდეგ დავუმატოთ ნაღები, გახეხილი ყველი და შევათბოთ, სანამ ყველი არ გალღვება, თან სულ ვურიოთ. შემდეგ დავაბრუნოთ სუპში კარტოფილი, ბეკონი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკები. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page