top of page

თაფლის ნამცხვარი შავი ქლიავის ჩირით

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

100გ შაქარი

100 მლ რძე

3 სავსე ს.კ. თაფლი

100 გ კარაქი

300 გ ფქვილი

1 თავიანი ჩ.კ. სოდა

მწიკვი მარილი

0,5 ჩ.კ. მუსკატი

100 გ შავი ქლიავის ჩირი

50 მლ რომი

ქლიავის ჩირი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად. დავასხათ რომი და გავაჩეროთ ასე დაახლოებით 1 საათი.

ამის შემდეგ, ფქვილი ჩავყაროთ ღრმა ჯამში, დავუმატოთ შაქარი, სოდა (თაფლიან ნამცხვრებში არ იხმაროთ გამაფხვიერებელი, სოდა უკეთ მუშოაბს. ასევე, არ სჭირდება ლიმონის წვენის ან ძმრის დამატება, რადგან თაფლიც კარგად ხსნის სოდას). დავუმატოთ მარილი, მუსკატი და კარაგდა მოვურიოთ. შემდეგ ჩავასხათ შუაგულში გათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ თაფლი, რძე და გამდნარი კარაქი. კარაგდ მოვურიოთ. შავი ქლიავის ჩირი მსუბუქად გადავწუროთ და დავუმატოთ ცომს. კარგად მოვურიოთ.

გადავიტანოთ ცომი მაღალგვერდებიან ფორმაში მომცრო დიამეტრით (22-24 სმ). ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი და შევდოთ გამოსაცხობათ180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page