ფორთოხლის და სტაფილოს სალათი
ვახშამზე გემრიელ და მარტივ სალათს ვამზადებთ საინტერესო ინგრედიენტებით.
დაგვჭრდება:
300-400 გ მომცრო ზომის სტაფილო
2 ფორთოხალი
2 ავოკადო
პატარა კონა ქინძი
4 კბილი ნიორი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
მარილი
წითელი ცხარე წიწაკა
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
0,5 ჩ.კ. ძირა
სტაფილო გავჭრათ ორად ან ოთხად, დავალაგოთ საცხობ ფრმაზე, გვერდზე მივულაგოთ ნიორი, მოვაყაროთ ძირა, მარილი და წიწაკა, მოვასხათ ზეითუის ზეთი და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ავიკადო დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად და მოვასხათ ლიმონის წვენი. ასევე დავჭრათ ფორთოხალიც. ავოკადოს და ფორთოხალს დავუმატტ სტაფილო, მსხვილად დაჭრილი ქინძი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
გერიელად მიირთვით!