top of page

შემწვარი ქათმის ღვიძლი ვაშლით და ტკბილი წიწაკით

ქათმის ღვიძლი განსაკუთრებით სასარგებლო და სჭირო პროდუქტია, მით უმეტეს მათთვის, ვინც ანემიას და დაბალ ჰემოგლობინს უჩივის. ჰოდა დღეს ჩვენ სწორედ ქათმის ღვიძლის კიდე ერთ მარტივ და გემრიელ კარძს მოვამზადებთ.

დაგვჭირდება:

500 გ ქათმის ღვიძლი

2-3 ვაშლი

1-2 თავი ხახვი

2 ტკბილი ბულგარული წიწაკა

პატარა კონა მწვანე ხახვი

მარილი

შავი წიწაკა

2 ს.კ. ზეთი

20 გ კარაქი

ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად და მოვთუშთ ზეთში. დავუმატოთ თხლად დაჭრილი ბულგარული, შემდეგ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ვთუშოთ ერთი-ორი წუთი. ცალკე ტაფაზე კარაქში შევწვათ ქათმის ღვიძლი. ერთ 5 წუთში დავუმატოთ დანარჩენი ბოსტნეული და ვთუშოთ ყველაფერი ერთად კიდე ერთი 5 წუთი, ბოლოს კი დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page