top of page

ხაჭოს პუდინგი ლიმონით და ყავით


დილას გემრილი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი ხაჭოს პუდინგით დავიწყებთ.

დაგვჭირდება:

450 გ ხაჭო

150 გ არაჟანი

4 ს.კ. შაქარი

4 კვერცხი

4 ს.კ. ფქვილი

1 ს.კ. სახამებელი

2 ს.კ. ხსნადი ყავა

1 ლიმონის ცედრა და წვენი

ვანილი

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთვანილი, ხაჭო, არაჟანი, ფქვილი და სახამებელი. კარგად ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად, შემდეგ კი გავყოთ ეს მასა ორ ნაწილად და ერთში ლიმონის ცედრა და წვენი ჩავამატოთ, მეორეში კი ყავა.

პატარა პორციულ ფორმებს გამოვუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. ფორმებში რიგრიგბით, სუფრის კოვზით ჩავდოთ ცომი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page