მოთუშული ღორის ხორცი ვაშლით და ჯინჯერით

დაგვჭირდება:
500-600 გ რბილი ღორის ხორცი
1 მოზრდილი ნიახურის ძირი
3-4 მაგარი მწვანე ვაშლი
2 თავი ხახვი
3-4 სმ ჯინჯერის ფესვი
1 ს.კ. თაფლი
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
ხორცი დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და გადავდოთ ერთი 15-20 წუთით.
ნიახურის ძირი გავასუფთავოთ და ასევე დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად.
წვრილად დავჭრათ ხახვი და ჯინჯერი.
სქლეძირია ტაფაზე კარაქში და ზეთში შევბრაწოთ ხორცი ყველა მხრიდან. გადავდოთ ხორცი ცალკე და იგივე ტაფაზე მოვთუშოთ ხახვი და ჯინჯერი ერთი 5 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ნიახური. რამდენიმე წუთში დავაბრუნოთ ტაფაში ხორცი. თაფლი გავხსნათ 150 მლ წყალში და დავუმატოთ ხორცს. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე ერთი 40 წუთი.
ამის შემდეგ, ვაშლი დავჭრათ საშალოზმის კუბებად, დავუმატოთ ხორცს და ვთუშოთ კიდე ერთი 10 წუთი.ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა, დავაფაროთ თავსახური და გავჩეროთ ასე ერთი 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!


Комментарии