top of page

რუკოლას სალათი გოგრით და პომიდორი ჩერით

  • 2 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

საღამოსთვის მსუბუქი და გემრიელი სალათი მოვამზადოთ.

დაგვჭირდება:

500 გ გოგრა

300 გ პომიდორი ჩერი

1 მოზრდილი კონა რუკოლა

პატარა კონა მწვანე ხახვი

პატარა კონა ქინძი

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. ბალზამიკო

მარილი

წიწაკების მიქსი

გოგრა გამოვშიგნოთ, დავჭრათ მომცრო ზომის კუბებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15-20 წუთი, გოგრის თითქმის მზადყოფნამდე. ამის შემდეგ, მივულაგოთ გოგრას პომიდორი ჩერი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და გამოვაცხოთ კიდე ერთი 10 წუთი.

ბოსტნეული გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ რუკოლა, მოვასხათ დარჩენილი ზეთი და ბალზამიკო და ფრთხილად მოვურიოთ.

გემრიელად მიირთვით!

Комментарии


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page