top of page

მაროკოული მარილიანი ლიმონი


მარილიანი ლიმონი ფართოდ გამოიყენება მაროკოულ კერძებში. მათი მომზადება ძალიან მარტივია. ისინი კარგად ინახება მაცივარში და კერძებს განსაკუთრებულ, პიკანტურ ნოტებს ანიჭებს.

მარილიანი ლიმნების მოსამზადებლას პირველ რიგში კარგად, ჩოთქით ვრეცხავთ ლიმნებს. შემდეგ მათ სირძეზე ორჯერ ჩავჭრით, ერთმანეთის პერპენდიკულარულად, მაგრამ ბოლოს შეერთებულს დავტოვოთ. თუმცა, შეგიძლიათ ნებისმიერ, თქვენთვის მოხერხებულ ნაჭრებად დაჭრათ.

შუშის ქილები კარგად გავრეცხოთ და გავასტერილოთ, შემდეგ ზირზე თითო კოვზი მსხვილი მარილი დავყაროთ. შეგვიძლია აქვე დარიჩინის ჩხირი, დაფნის ფოთოლი ან სხვა სპეციები დავამარტოთ, თქვენი გემოვნებით. თუმცა კლასიკურად მარილიანი ლიმონის მოსამზადებლად მხოლოდ ლიმონს და მარილს იყენებენ.

ამის შემდეგ, ლიმონიგადავხსნათ და გულში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი მარილი. ჩავდოთ ლიმონი ქილაში, შემდეგ მეორე. ლიმნები მჭიდროდ უნდა ჩავალაგოთ, კარგად მივაჭიროთ ხოლმე ხელი. ნახევრ ქილას რომ შევავსებთ, შეგვიძლია დავუმატოთ ისევ დაფნის ფოთოლი, დარიჩინი და სხვა სეპციები, შემდეგ კი ისევ მარილიანი ლიმონი და ავავსოთ ქილა სულ ბოლომდე. შევეცადოთ, რომ ქილაში არ დარჩეს ჰაერი და დავახუროთ თავსახური. ქილას ვინახავშ მშრალ,ბნელ ადგილას,სიგრილეში. კარგი იქნება, თუ რამდნეიმე დღეშ ერთხელ ქილას ავანჯღრევთ ხოლმე. ერთ თვეში ჩვენი ლიმნები მზადაა და შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი სხვადასხვა კერძებში.

გახსნილი ქილა აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page