მაროკოული ქათმის ტაჯინი ლიმონით და ზეთისხილით
ტაჯინის მომზადება კლასიკური მაროკოული ქათმის ტაჯინით გვინდა დავიწყოთ. მით უმეტეს, მარილიანი ლიმონის მომზადება ჩვენ უკვე ვისწავლეთ.
დაგვჭირდება:
1 საშუალო ზომის ქათამი 2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
პატარა კონა ოხრახუში
2 მარილიანი ლიმონი
ნახევარი ლიმნის წვენი
15-16 შავი ზეთისხილი
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
0,5 ჩ.კ. ჯინჯერის ფხვნილი
0,5 ჩ.კ. შაფრანი
მარილი
შავიწიწაკა
ქათამი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პორციულ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დავჭრათ. ასევე წვრილად დავჭრათ ნიორი.
ტაჯინის ძირზე ზეთში მოვთუშოთ ხახვი, დავუმატოთ ნიორი, ჯინჯერი და შაფრანი. კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავალაგოთ ზევიდან ქათმის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ 150 მლ მდუღარე წყალი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ასე დაბალ ცეცხლზე 1 საათამდე.
ამის შემდეგ, მარილიან ლიმონს გავავლოთ ცივი წყალი, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და დავუმატოთ ქათამს. აქვე დავამატოთ ზეთისხილი, ლიმნის წვენი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კარგად ამოვურიოთ და მოვთუშოთ კიდე ერთი 5-10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!