ვეგეტარიანული ტაჯინი
ვაგრძელებთ ტაჯინის თემას და დღეს უგემრიელეს ვეგეტარიანულ კერძს ვამზადებთ.
დაგვჭირდება:
200 გ ოსპი
1 თავი ხახვი
3 ცუკინი
4-5 მწიფე პომიდორი ან 350-400 გ კანგაცლილი პომიდორი საკუთარ წვენში
1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
2 კბილი ნიორი
2 ს.კ. ქიშმიში
0,5 ჩ.კ. ძირა
0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
დანის წვერზე კურკუმა
შავი წიწაკა
წითელი წიწაკა
მარილი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ერთი კონა ოხრახუში
ისპი ჩავალბოთ ერთი- ორი საათით შემდეგ გავრეცხოთ და მოვხარშოთ მზადყოფნამდე.
ხახვი დავჭრათ რგოლებად, ასევე დავჭრათ ცუკინი, ბულგარული წიწაკა და სქელძირიან ტაფაში ჯერ მოვთუშოთ ზეთში ხახვი, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ბოსტნეული, ვთუშოთ ერთი 10 წუთიდა დავამატოთ ნიორი, სუნელები, ქიშმიში, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ პომიდორი. რომ წამოდუღდება, დავამატოთ ოსპი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ მზადყოფნამდე.
გამზადებულ ტაჯინს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხარხუში. გარნირად უხდება კუსკუსი ან ბრინჯი.
გემრიელად მიირთვით!