ქათმის სუპი იტალიური ნიოკით
დღეს მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი ქათმის სუპი კარტოფილის ნიოკით. საუკეთესო არჩევანია პატარა და დიდი გურმანების სადილისთვის.
დაგვჭირდება:
3-4 ქათმის მკერდი
5-6 თხელი ნაჭერი ბეკონი
1 პატარა კონა ისპანახი
1 თავი ხახვი
1 სტაფილო
2 კბილი ნიორი
2-3ღერი ოხრახუში
1-2 ღერი ნიახური
0,5 ჩ.კ. ხმელი ბაზილიკი
0,5 ჩ.კ. ორეგანო
200 გ კარტოფილის ნიოკი
2 ს.კ. ფქვილი
40 გ კარაქი
200 მლ ნაღები
მარილი
ნიოკის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
500 გ კარტოფილი
1 კვერცხი
150 გ ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
ქათამის ხორცი მოვხარშოთ, ბულიონი მივიყვანოთ 1ლიტრამდე, გადავწუროთ, ხოლო ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და გადავინახოთ.
სანამ ბულიონი იხარშება, მოვამზადოთ ნიოკი: კარტოფილი მოვხარშოთ თავის კანიანა, გავფცქვნათ და თბილი გავატაროთ ან დავტკეპნოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზოლოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქე ლენტებად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცოტა ხნით გადავდოთ ნიოკი.
ბეკონი დავჭრათ წვრილად და ოდნავ მოვთუშთ 20 გ კარაქში, დავუმატოთ წვრილად დავჭრათ ხახვი და სტაფილო, მოვთუშოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, ნიორი, ბაზილიკი და ორეგანო, შემდეგ ისპანახი. დავასხათ ქათმის ბულიონი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
ცალკე პატარა ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და მოვთუშოთ. შემდეგ გვახსნათ ეს მასა პატარა ფიალაში ცხელ ბულიონში და ჩავასხათ ჩვენ სუპში. კარგად მოვურიოთ.რომ შესქელდება, ჩავყაროთ სუპში ნიოკი და ვადუღოთ ერთი 3 წუთი. დავუმატოთ ნაღები, მივიყვანოთ ადუღებამდე. ბოლოს დავუმატოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ჩავალაგოთ ქათმის ხორცი. დავახუროთ თავსახური და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!