გუფთა - ტაჯინი
გაზაფხული კიმოვიდა, მაგრამ მარტმა როგორც იცის ხოლმე, კუდი მოიქნია და დღეს ისევ მოღუშლი ცივი დღე გავქსვ. მაგრამ ჩვენ არ მივიწყენთ, კვლავ მაღრიბის ქვეყნებში გავემგზავრებით და მოვამზადებთ ბერბერების საყვარელ არომატულ, გემრიელ სადილს, რომელიც გაგვათბოს და ხასიათსაც გამოგვისწორებს.
დაგვჭირდება:
500 გ საქონლის ფარში (ორიგინალში ამ კერძს ცხვრის ხორცით ამზადებენ, ასევე შეგიძლიათ საქონლის და ცხვრის ხორცი შეურიოთ ერთმანეთს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ღორის ხორცი, ეს ბერბერების შეურაცხყოფა იქნება)
2 თავი ხახვი
5-6 კბილი ნიორი
3-4 მწიფე პომიდორი (ან 500 გ კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში)
1 ჩ.კ. ძირა
0,5 ჩ.კ. კურკუმა
0,5 ჩ.კ. ჯანჯაფილი
1 ჩხირი დარიჩინი
1-2 დაფნის ფოთოლი
მარილი
წითელი წიწაკა
შავი წიწაკა
2-3 ს.კ. ზეთი
1კონა ოხრახუში
ფარშს დავუმატოთ გატარებული ოხარხუში (ცოტაოდენი შემოვინახოთ), ასევე მარილი, წიწაკები, ძირა, ჯანჯაფილი, კურკუმა. კარგად მოვზილოთ, შემდეგ კი გამოვძრწოთ პატარა გუფთები და გადავდოთ.
პომიდორს გავაცალით კანი და თესლი და დავკეპოთ. წვრილად დავკეპოთ ან გავატაროთ ხახვი და ნიორი. დავუმატოთ ამ მასას ძირა, დარიჩინის ჩხირი, დაფნის ფოთოლი, ჯანჯაფილი და კურკუმა, ასევე მარილი, წიწაკები. შემდეგ დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. სოუსი რომ წამოდუღდება, ჩავალაგოთ შიგნით ჩვენი გუფთები, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ასე დაბალ ცეცხლზე ერთ საათამდე.
ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი გადანახურლი ოხრახუში და შეგვიძლია ჩავახალოთ კვერცხი. გავაჩეროთ თავდახურული დაბალ ცეცხლზე კიდე ერთი 5 წუთი და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!