ბელგიური ვაფლი
თუ თქვენ არ გაქვთ ვაფლის მოსამზადებელი სპეციალური აპარატი, გირჩევთ შეიძინოთ. ის არც ისე ძვირი ღირს, ბელგიური ვაფლი კი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი საუზმეა. თან მისი ინტერპრეტირება მრავალნაირად შეიძლება.
დღეს ჩვენ მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, თქვენ კი გადაწყვიტეთ, რაც დაუმატებთ გამომცხვარ არომატულ ვაფლს- ათქვეფილ ნაღებს და ხილს, შოკოლადს და თქხილს, ვაშლს და დარიჩინს, თუ სენდვიჩივით, ძეხვით და ყველით მიირთმევთ.
დაგვჭრდება:
350 გ ფქვილი
200 გ კარაქი
100 გ შაქარი (რაოდენობა პირობითია- თუ ტკბილი გიყვართ, მეტი უქენით, ან , თუ სენდვიჩისთვის ამზადებთ, მხოლოდ 1 ჩაის კვზით შემოიფარგლეთ)
3 კვერცხი
1 ჭიქა რძე
1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. სოდა ან გამაფხვიერებელი
შაქრის პუდრა
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, რძე, შემდეგ ფქვილი, ლიმონის წვენი და გამაფხვიერებელი.
გამზადებული ცომი ფრთხილად გავანაწილოთ ვაფლის საცხობში და დაველოდოთ, სანამ გაოქროსფერდება
მოვაყაროთ ვაფლს შაქრის პუდრა, ან სხვა შიგთავსი, თქვენი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!