top of page

ბადრიჯნის ტაჯინი ნუტით


ვაგრძელებთ ტაჯინის თემას, მაგრამ დღეს ვეგეტარიანულ კერძს ვამზადებთ.

დაგვჭირდება:

100 გ ნუტი

2 თავი ხახვი

2 ბადრიჯანი

1 ცუკინი

2 ბულგარული წიწაკა

3-4 კბილი ნიორი

400-500 გ კანგაცლილი პომიდორი საკუთარ წვენში

1 კონა ქინძი

0,5 ჩ.კ. ძირა

0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი

შავი წიწაკა

მარილი

ზეითუნის ზეთი

ნუტი ჩავალბოთ მთელი ღამით, შემდეგ გავრეცხოთ და მოვხარშოთ მზადყოფნამდე.

ხახვი დავჭრათ რგოლებად, ასევე დავჭრათ ბადრიჯანი, ცუკინი, ბულგარული წიწაკა და სქელძირიან ტაფაში ჯერმოვთუშოთ ზეთში ხახვი, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ბოსტნეული, ვთუშოთ ერთი 10 წუთიდა დავამატოთ ნიორი, სუნელები, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ პომიდორი. რომ წამოდუღდება, დავამატოთ ნუტი, წვრილად დაჭრილი ქინძი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ მზადყოფნამდე.

თუ საჭიროა, დავამატოთ ცოტაოდენი წყალი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page