top of page

რომაული ყავა Espresso Romano


ორშაბათის დილის დაწყება აუცილებელი ყავით. მით უმეტეს, ასეთი განსაკუთრებელი და ორიგინალური ყავით რომანო, რომელსაც ლიმონით მოვამზადებთ.

საოცარი გამამხნევებელი ეფექტის გარდა, ყავა ლიმონით ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, აფერხებს უჯრედების დაბერებას და დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე. ასე რომ, შეგვიძლია დილა თამამად დავიყოთ ასეთი სასარგებლო მარტივი და გემრიელი სასმელით.

დაგვჭირდება:

2 ჩ.კ. ყავა

30 მლ წყალი

1 ლიმონი

კლასიკური რომანოს მომზადება ძალიან მარტივია: ესპრესო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავასხათ ყავის ჭიქაში, დავუმატოთ 5 მლ ლიმონის წვენი. ლიმონს სპეციალური დანით ავათალოთ ცედრა და მივუდოთ ეს ცედრა გვერდზე ყავას.

ამბობენ, მწერალ შტეფან წვაიგს ადრე გაღვიძება ძალიან უჭირდა და დილაობით ყოველთვის საშინელ ხასიათზე იყო. ერთადერთი, რაც მასზე ამ დროს დადებით ეფექტს ახდენა, იყო ცხელი მაგარი ყავა ბევრი შაქრით და ლიმონით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page