top of page

სატაცური ბეკონით, პარმეზანით და მოხარშული კვერცხით

ნელ-ნელა გაზაფხულიც მოვიდა და გაზაფხულთან ერთად სასარგებლო და გემრიელი სატაცურიც გამოჩნდა. სატაცურის სეზონი არც თუ ისე ხანგრძლივია, ამიტომ ჩვენ ვისარგებლებთ და ამ სეზონზე შეძლებისდაგვარად ხშირად მოვამზადებთ კერძებს სატაცურით.

დავიწყებთ საუზმით, მით უმეტეს, დიდი ხანია ასეთი გემრიელი და საინტერესო საუზმე არ მოგვიმზადებია.

დაგვჭირდება:

4 თხელი ნაჭერი ბეკონი

6 კვერცხი

300-350 გ ასპარაგუსი (სატაცური)

1 ს.კ. ნუში

100 გ პარმეზანი

კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავჭრათ ორად. სატაცური მოვწალოთ მარილწყალში. ბეკონი ოდნავ მოვბრაწოთ. ნუში დავჭრათ და მოვხალოთ. პარმეზანი კი თხალდ დავთალოთ სპეციალური ყველის დანით.

კვერცხი, სატაცური და ბეკონი მვათავსოთ ერთად, მოვაყაროთ ნუში და პარმეზანი და მოვასხათ ოლანდეზი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page