top of page

შოკოლადის მუსი პეკანით


ასეთ ამინდში აუცილებლად უნდა მოვამზადოთ რამე შოკოლადის. მყუდროდ მოვეწყოთ სავარძელში, მოვიხვიოთ პლედი და დავტკბეთ! ძალიან მარტივ და გემრიელ დესერტს გასწავლით.

დაგვჭირდება:

200 გ შავი შოკოლადი

4 კვერცხი

3 ს.კ. შაქრის პუდრა

90 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

2 ს.კ. კონიაკი ან რომი

მინანქრისთვის ცალკე:

100 გ შავი შოკოლადი

50 გ კარაქი

50 გ პეკანი (ნიგოზი, თხილი, კეშიუ, ნუში, )

შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე, დავუმატოთ ნაღები და გავაციოთ.

კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ კარგად. შემდეგ დავუმატოთ კონიაკი.

ცალკე ავთქვიფოთ ცილები, შემდეგ გაციებული შოკოლადი და ნაღები. ფრთხილად შევურიოთ სამივე მასა ერთმანეთს, გავანაწილოთ ფორმებში და შევდოთ მაცივარში.

სამი საათის შემდეგ მოვამზადოთ მინანქარი: კარაქი და შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე, შევაგრილოთ და გავანაწილოთ მუსზე. ზევიდან მოვაყაროთ მოხალული პეკანი და შევდოთ კიდე 1 საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page