ოსპის წვნიანი პაპრიკით და პიტნით
ორშაბათი ამ ნოყიერი და გემრიელი თურქული ოსპის სუპით დავიწყოთ. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ჩვენი რეცეპტი ვეგეტარიანელებსაც გამოადგებათ.
დაგვჭირდება: 200 გრ წითელი ოსპი 2 თავი ხახვი 1 სტაფილო 2 ს.კ. ტომატ-პასტა
1 ჩ.კ. პაპრიკა
1 ჩ.კ. ხმელი პიტნა 1 ლიმონი მარილი
წითელი წიწაკა ჩილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
სქელძირიან ქვაბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში და კარაქში, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, შემდეგ პაპრიკა და პიტნა, მოვურიოთ, შემდეგ ტომატი და მოვთუშოთ ერთად ერთი 5 წუთი. შემდეგ დავასხათ წყალი(დაახლოებით 2 ლ), დავუმატოთ გარეცხილი ოსპი, მარილი და ვხარშოთ დაახლოებით 20-30 წუთი (სანამ ოსპი არ მოიხარშება). ეს წვნიანი ამ სახითაც ძალიან გემრიელია, მაგრამ თუ თქვენ კრემ-სუპი გირჩევნიათ, დააბლენდერეთ.
მირთმევის წინ მოვაყაროთ წიწაკა ჩილი და პიტნა, ჩავაწუროთ ცოაოდენი ლიმონის წვენი. ძალიან უხდება ორცხობილები
გემრიელად მიირთვით!