პასტა ისპანახით და ყველით
გვიხარია გაზაფხული და ახალი ნორჩი მწვანილების გამოჩენა. დღეს მოვამზადებთ პასტას ისპანახით და სხვადასხვა სახის ყველით, თან ახალ ნიორსაც დავუმატებთ. იტალიური პასტას მოყვარეულები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით ჩვენი ძალიან მარტივი და გემრიელი რეცეპტით.
დაგვჭირდება:
500 გ მაჩერონი ან ნებისმიერი სხვა პასტა
250-300 გ ნორჩი ისპანახი
1-2 ღერი ახალი ნიორი
1 პატარა კონა ოხრახუში
ნახევარი ლიმონის წვენი
შავი წიწაკა
თეთრი წიწაკა
მარილი
30გ კარაქი
2 ს.კ. ფქვილი
100გ მოცარელა
100გ გაუდა
150 გ პარმეზანი
350 მლ რძე
2 ს.კ. 33% ნაღები
პასტა მოვხარშოთ მარილიან წყალში ალ დენტე (ოდნავ მკვრივი უნდა დარჩეს, არ უნდა ჩაიხარშოს). გადავწუროთ. სანამ პასტა იხარშება, მარილსწალში მოვწალოთ ისპანახი და გადავწუროთ.
ცალკე ღრმა ტაფაში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ნიორი კარაქში, დავუმატოთ ფქვილი და რძე, როგორც ბეშამელის სოუსისთვის. კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ გახეხილი გაუდა, მოცარელა და ნაღები. ყველი რომ ჩადნება, დავუმატოთ ისპანახი, წიწაკები, ლიმონის წვენი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 1-2 წუთი. შეგვიძლია დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით. გადავიტანოთსოუსში ჩვენი პასტა, კარგად ავურიოთ და გამოვრთოთ ქურა. მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხარხუში.
გემრიელად მიირთვით!