ხბოს ხორცი ციურიხულად Züri-Gschnätzlets
- Manana
- 24 мар. 2017 г.
- 1 мин. чтения

ახლა კი ხორცის მოყვარულებს მოვუწყობთ ნამდვილ გასტრონომიულ ნეტარებას და საოცრად გემრიელ და ნაზ ხბოს ხორცის რეცეპტს შევთავაზებთ.
ეს კერძი შვეიცარიის უმსხვილესი ციურიხის კანტონის კლასიკად ითვლება. ტრადიციულად, ხბოს ხორცს თეთრ ღვინოში ითუშება და მას ნაღები და სოკო ემატება.
დაგვჭირდება:
500 გ ხბოს ხორცი
2 თავი ხახვი
150 გ შამპინიონი ან პორტობელო
0,5 ჩ.კ. პაპრიკა
50 მლ თეთრი მშრალი ღვინო
250 მლ 33% ნაღები
ნახევარი ლიმონის ცედრა
შავი წიწაკა
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ხორცი დავჭრათ კუბებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, ასევე პაპრიკა და მოვბრაწოთ ზეითუნის ზეთში. შემდეგ გადავდოთ ცალკე, დავაფაროთ თავსახური, ძაან რომ არ გაცივდეს.
ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვთუშოთ იგივე ტაფაზე, დავუმატოთ შამპინიონი, შემდეგ ხორცი. მოვასხათ ღვინო, ერთი-ორი წუთი ვთუშოთ, შემდეგ კი დავამატოთ ნაღები, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა.
ამ კერძთან გარნირად აუცილებლად უნდა მოვამზადოთ შემწვარი კარტოფილი "Rösti".
გემრიელად მიირთვით!
Komentar