როსტი-შვეიცარული შემწვარი კარტოფილი Rösti
როსტი ან როშტი- შვეიცარული საუზმე, გარნირი და უბრალოდ ძალიან მარტივი გემრიელი შებრაწული კარტოფილი.
დაგვჭირდება:
1 კგ კარტოფილი
1 თავი ხახვი
კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
კარტოფილი მოვწალოთ, შემდეგ გავხეხოთ მსხვილ სახეხზე (ან სპეციალურ როსტი-სახეხზე), დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა და კარგად მოვურიოთ.
სქელძირიან ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, დავდოთ თითო კოვზი კარტოფილის მასა და გავაბრტყელოთ. მაჭკატებივით უნდა გამოვიდეს. ერთი მხარე რომ შეიბრაწება, ამოვაბრუნოთ და შევბრაწოთ მეორე მხრიდანაც.
სურვილისამებრ, შეიძლება დავიმატოთ ყველი, მწვანილი და სხვადასხვა ბოსტნეული.
გემრიელად მიირთვით!