top of page

ხაჭოს პუდინგი ქიშმიშით და ანანასით


დღევანდელი საუზმისთვის კიდე ერთი გემრიელი ხაჭოს პუდინგის რეცეპტი შევარჩიეთ. გაზაფხულზე ხილით განებივრებულები არ ვართ, ამიტომ კონსერვირებულ ანანასს გამოვიყენებთ.

დაგვჭირდება:

1 კგ ხაჭო

5 კვერცხი

200 გ შაქარი

200 გ არაჟანი

5 ს.კ. ფქვილი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

1 ს.კ. სახამებელი

0,5 ჩ.კ. სოდა

ვანილი

100 გ ქიშმიში

1 ქილა კონსერვირებული ანანასი

ხაჭო და არაჟანი ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, კარად გავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, ანანასის წვენში გახსნილი სახამებელი, ლიმონის წვენი და ცედრა, სოდა. კიდე გავთქვიფოთ და დავუმატოთ ფქვილი, ქიშმიში. მოვურიოთ.

საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, გადავიტანოთ ხაჭოს მასა ფორმაში, გადავასწოროთ ზედაპირი და ზავიდან დავალაგოთ ანანსები. გამოვაცხოთ ერთი 30-40 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page