top of page
Поиск

ტარხუნას სენდვიჩი

  • Manana
  • 28 мар. 2017 г.
  • 1 мин. чтения

დღევანდელი საუზმისთვის შევარჩიეთ მარტივი და გემრიელი სენდვიჩი ტარხუნით, კვერცხით და მწვანე ხახვით. მოვიდა გაზაფხული და ნელნ-ნელა ჩვენი საყვარელი მწვანილები და სალათებიც გამოჩნდა!

დაგვჭირდება:

4 ნაჭერი პური (ჭავის საუკეთესო იქნება)

3 მაგრად მოხარშული კვერცხი

4 ღერი ტარხუნა

2 ღერი მწვანე ხახვი

მარილი

შავი წიწაკა

კვერცხიწვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ტარხუნა, შემდეგ მაიონეზი, მარილი, წიწაკა და კარგად მოვურიოთ.

პური გავხუხოთ ტაფაზე ან ტოსტერში, შემდეგ გავანაწილოთ ჩვენი შიგთავსი ორ ნაჭერ პურზე და ზევიდან დარჩენილი ორი ნაჭერი დავადოთ.

გემრიელად მიირთვით!

 
 
 
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page