top of page

ნიახურის ბოლქვის სალათი

დაგვჭირდება:

2 მოზრდილი ნუახურის ბოლქვი

სალათი აისბერგი

1 მაგრად მოხარშული კვერცხი

1 ს.კ. კაპერსი

პატარა კონა ოხრახუში

პატარა კონა ტარხუნა

1-2 კბილი ნიორი

1 პატარა კოვზი დიჟონის მდოგვი

მარილი

შავი წიწაკა

კვერცხის გული შევურიოთ მაიონეზს, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კაპერსები, ნიორი, ასევე მწვანილი, მდოგვი, მარილი და წიწაკა. კარგად მოვურიოთ.

ნიახურის ბოლქვები გავასუფთაოთ, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვწალოთ ერთი 5 წუთი მარილწალში, შემდეგ გავვალოთ ცივი წყალი, კარგად გადავწუროთ და დავჭღათ თხლად. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კვერცხის ცილა, შემდეგ მაიონეზის სოუსი და მოვურიოთ.

აისბერგის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ჩავალაგოთ სასალათეში და ზევიდან გავანაწილოთ ნიახურის ბოლქვების სალათი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page