იტალური მითბოლები ყველის და ორეგანოს სოუსში
დღეს ისევ იტალიური რეცეპტებს გადავხედეთ და ასეთი გემრიელი ვახშამი შევარჩიეთ.
დაგვჭრდება:
70-800 გ საქონლის ხორცის ფარში
3-4 ნაჭერი გუშნდელი თეთრი პური
1-2 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
1 კვერცხი
3-4 ს.კ. ყველი რიკოტა
მარილი, შავი წიწაკა
პატარა კონა ოხრახუში
0,5 ჩ.კ. ორეგანო
0.5 ჩ.კ. ბაზილიკი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
200-250 მლ სოუსი მარინარა
150 გ პარმეზანი (ან სხვა ყველი, თქვენი გემოვნებით)
პატარა კონა ორეგანო (ან 0,5 ჩ.კ. ხმელი)
წვრილად დავჭრათ ხახვი და შევურიოთ პურს. მოვზილოთ ხელით ისე, რომ პურმა ხახვის წვენი შეიწოვოს. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, კვერცხი, ფარში, რიკოტა, სანლებლები და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ფარში კარგად მოვზილოთ ხელით, შემდეგ გამოვძერწოთ მითბოლები და შევწვათ ტაფაზე, ზეთში და კარაქში ყველა მხრიდან
მარინარას შევურიოთ ორეგანო. გუფთები გადავიტანოთ ცეცხლგამძე ფორმაში, მოვასხათ მარინარა, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და შევდოთ ერთი 10 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!