ბრინჯით ფარშირებული პომიდორი
კიდე ერთი მარტივი და გემრიელი რეცეპტი ჩვენი ვეგეტარიანელი მეგობრებისთვის.
დაგვჭირდება:
8 მკვრივი პომიდორი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 პატარა ცხარე წიწაკა
3-4 კბილი ნიორი
პატარა კონა ოხრახუში
100 გ ბრინჯი (არბორიო იქნება საუკეთესო არჩევანი)
შაფრანის რამდენიმე ღერი
ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
შაფრანი გავხსნათ წყალში. ბრინჯს დავასხათ წყალი, შაფრანის წყალი, დავუმატოთ მარილი და მოვხარშოთ.
პომიდორს მოვაჭრათ ზედაპირი და ამოვაცალოთ გული.
წვრილად დავჭრათ წიწაკები, ოხრახუში, ნიორი, მარილი, წიწაკა, დავუმატოთ ბრინჯი და ამოვავსოთ პომიდვრები.
ჩავალაგოთ პომიდვრები საცხობ ფორმაში, დავაფაროთ მოჭრილი თავები, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!