top of page

ბრინჯით ფარშირებული შამპინიონი


გემრიელი და მარტივი ვახშამი- ბრინჯით ფარშირებული შამპინიონი.

დაგვჭირდება:

500 გ შამპინიონი

100 გ. ბრინჯი არბორიო

2-3 ბულგარული

150 გ ბეკონი

100 გ პარმეზანი

რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი და ოხრახუში

მარილი

შავი წიწაკა

ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში.

სანამ ბრინჯი იხარშება, ტაფაზე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, შემდეგ დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი ბულგარული და შამპინიონის ფეხები. შემდეგ გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ყველი და მოხარშლი ბრინჯი და გამოვტენოთ შამპინიონების ქუდები.

მოვაყაროთ წიწაკა და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page