top of page

ბრინჯის ფლავი გოგრით, კომშით, ალუბლის ჩირით და პეკანით


დღეს გადავწყვიტეთ მოვამზადოთ ტკბილი ფლავი, თან გოგრა და კომში დავუმატოთ. ძალიან საინტერესო და ლამაზი კერძი გამოგვივა. რაც მთავარია, მარტივი და გემრიელი!

დაგვჭირდება:

300 გ ბრინჯი

3 კომში

500 გ გოგრა

50 გ ალუბლის ჩირი

100 გ კარაქი

50 გ პეკანი (ან ნიგოზი)

მარილი

სურვილისამებრ, ვანილი, დარიჩინი ან სხვა სანელებელი, თქვენი გემოვნებით

გოგრას გავაცალოთ კანი და დავჭრათ მომცრო კუბებად. კომშის ამოვაცალოთ გული და ასევე დავჭრათ კუბებად.

სქელძირიან ქვაბში გავალღვოთ 50 გ კარაქი, შემდეგ დავალაგოთ გოგრა და კომში და მოვაყაროთ კარგად გარეცხილი ბრინჯის ნახევარი. ზევიდან მოვაყაროთ დარჩენილი კომში და ალუბლის ჩირი და დავფაროთ დარჩენილი ბრინჯით. დანარჩენი კარაქი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავდოთ აქა-იქ ბრინჯში. ზევიდან დავასხათ 500-600 მლ მდუღარე წყალი, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი, დავაფაროთ თავსახური და შევდოთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.

პეკანი ოდნავ მოვხალოთ და მოვაყაროთ ზევიდან გამზადებულ ბრინჯის ფლავს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page