top of page

ნიგვზის, ლიმონის და ქიშმიშის კექსები


დღევანდელი დესერტისთვის ეს მარტივი და ძალიან გემრიელი პატარა ნამცხვრები შევარჩიეთ. მათი მომზადება ბავშვებსაც კი შეუძლია. თუ არ შეუშინდებით აყრილ სამზარეულოს და ჩართავთ მათ საქმეში, მერწმუნეთ, დიდი სიამოვნებას მიიღებთ თქვენც და თქვენი ბავშვებიც.

დაგვჭირდება:

200 გ კარაქი

1,5 ჭიქა შაქარი

5 კვერცხი

1 ჭიქა არაჟანი

2 ჭიქამდე ფქვილი

სოდა

1 ლიმონის წვენი

ვანილი

50 გნიგოზი

50 გ ქიშმიში

1 ლიმონის ცედრა

2 ს.კ. შაქრის პუდრა

რბილი კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ არაჟანი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, ვანილი და ფქვილი. უნდა გამოგვივიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

შემდეგ ცომი გავყოთ სამ ნაწილად და ერთში ლიმონიც ცედრა დავამატოთ, მეორეში მსხვილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, მესამეში კი ქიშმიში.

კარგად მოვურიოთ და გავანაწილოთ პატარა სილიკონის საცხობ ფორმებში (ფორმები მაფინებზე ოდნავ დიდი უნდა იყოს).

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახოლებით 25 წუთი.

გაგრილებულ კექსებს უხვად მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page