top of page

თევზის ტაჯინი პომიდორი ჩერით და ზეთისხილით


დღეს გადავწყვიტეთ ისევ ტაჯინის თემა გავაგრძელოთ, მაგრამ ამ ჯერად თევზის ტაჯინს მოვამზადებთ. მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, მარივი და ხორცის ტაჯინისგან განსხვავებით ძალიან მალე მზადდება.

დაგვჭირდება:

1 კგ რომელიმე თეთრი თევზი (სიგა, პალტუსი, თეთრი ამური ან ნბისმიერი ნაკლებად ცხიმიანი თეთრი თევზი) 5-6 საშუალო ზომის კარტოფილი (განსაკუთრებით გემრიელი ახალი კარტოფილი იქნება)

2 ბულგარული წიწაკა

500 გ პომიდორი ჩერი

3-4 კბილი ნიორი

1 ჩ.კ. ძირა

1 ჩ.კ. პაპრიკა

0,5 ჩ.კ. წითელი წიწაკა ჩილი 1 პატარა ქილა შავი ზეთისხილი 1 ლიმონი

პატარა კონა ქინძი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გ კარაქი

მარილი

თევზი დავჭრათ კუბებად და მოვასხათ მარინადი ლიმონის წვენის, ზეთის, პაპრიკის, ძირას, წიწაკა ჩილის, მარილის და დაჭყლეტილი ნივრისგან. კარგად მოვურიოთ და შევდოთ მაცივარში ერთი-ორი საათით.

კაეროფილი მოვწალოთ და ასევე დავჭრათ მსხვილად.

ტაჯინის ფსკერზე დავდოთ კარაქი, შემდეგ კარტოფილი, ისრებად დაჭრილი ბულგარული, თევზი, პომიდორი ჩერი, ზეთისხილი, მოვასხათ თავზის მარინადი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და მოვასხათ ერთი 100 მლ წყალი.

დავაფაროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე ერთი 20-25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page