top of page

ინდაურის ხორცის მითბოლები ქარის სოუსში


ისეთი ქარიშხალია, რომ რამე ძალიან გემრიელი და არომატული უნდა მოვამზადოთ, გავთბეთ და ვისიამოვნოთ. ასეთია აზიური სანელებლები, და ჩვენც სწორედ მათი არომატებით შევაზავებთ ჩვენ დღევანდელ კერძს.

დაგვჭირდება:

1 კგ ინდაურის (ან ქათმის) ფილე

2 კვერცხი

50 გ ბრინჯი

2 თავი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

1 ს.კ. გახეხილი ჯინჯერი

1 ჩ.კ. კურკუმა

1 ჩ.კ. ყვითელი ქარი

1 ჩ.კ. ხმელი ქინძი

დანის წვერზე კარდამონი

2 ჩხირი დარიჩინი

ნახევარი ლიმონის წვენი

პატარა კონა ქინძი

მარილი

წითელი წიწაკა ჩილი

500 მლ ქოქოსის რძე ან ნაღები

3 ს.კ. სიმინდის ან ზეუთუნის ზეთი

50 გ კარაქი

100 გ პანკო (ბრინჯის ფქვილი, იყიდება დიდ მარკეტებში)

ბრინჯი ვადუღოთ 5 წუთი, გადავწუროთ.

ინდაურის ფილე გავატაროთ 1 თავ ხახვთან და 1 კბილ ნიორთან ერთად, დავუმატოთ დამდნარი კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, ბრინჯი, მარილი და კარგად მოვზილოთ ფარში. სველი ხელებით გამოვძერწოთ პატარა გუფთები, ამოვავლოთ პანკოში და შევწვათ ტაფაზე,ზეთში.

გამზადებული მითბოლები გადავდოთ, ტაფაზე კი, სადაც ისინი იწვებოდენ, ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ 50 მლ წყალი და ვთუშოთ, სანამ წყალი არ დაშრება, თან ვურიოთ. დავუმატოთ თხლად გახეხილი ჯინჯერი და დაჭყლეტილი ნიორი. ისევ ჩავუმატოთ 50 მლ წყალი და ვურიოთ, სანამ არ დაშრება. გადმოვდგათ ტაფა ცეცხლიდან და დავუმატოთ ქარის ფხვნილი, კურკუმა, კარდამონი, ჩილი, ქინძი, მარილი, დარიჩინის ჩხირები. დავუმატოთ ოდნავ წყალი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე კიდე 5-10 წუთი. ამისშემდეგ, ჩავაწუროთ ლიმონის წვენი, ჩავასხათ ქოქოსის რძე (ან ნაღები), ჩავალაგოთ ჩვენი მითბოლები და ვთუშოთ ყველაფერი ერთად ერთი 10 წუთი. გამოვრთოთ ქურა და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი წინძი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page