top of page

კრევეტების ფრიკასე


ფრიკასე- (რფანგულად fricassée , fricasser- შებრაწვა, მოთუშვა) — ფრანგული სამზარეულოს კერძია, ერთგვარი ხორცის რაგუ ნაღებისთეთრ სოუსში. ხორცი კარაქში ითუშება, შემდეგ კი მას თეთრი ღვინო, ბულიონი და ნაღები ემატება.

ფრიკასეს, როგორც წესი, ამზადებან ქათმის, ხბოს ან კურდღლის ხორცისგან. მაგრამ დღეს ჩვენ ფრიკასეს კრევეტებისგან მოვამზადებთ და მერწმუნეთ, უგემრიელესი კერძი გამოგვივა.

ფაგვჭირდება:

500 გ კრევეტი

250 გ ნორჩი მწვანე ლობიო (არ იყიდოთ კონსერვირებული, გაყინული გამოიყენეთ)

150 გ ნაღები

1 კვერცხის გული

100 გ შამპინიონი

1 ლიმონის ცედრა

მარილი

შავი წიწაკა

კრევეტები გავასუფთაოთ და მოვხარშოთ.

მწვანე ლობიო კარგად გავალღვოთ, გავრეცხოთ და მოვწალოთ მარილწყალში, შემდეგ გადავწუროთ.

სოკო დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ კრევეტი, მწვანე ლობიო, მოვასხათ ნაღები და მივიყვანოთ ადურებამდე. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, დავუმატოთ ლიმონის ცედრა და ვთუშოთ ერთი 5 წუთი. შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გული, კარგად მოვურიოთ და ეგრევე გამოვრთოთ ქურა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page