top of page

მაწვნის მარტივი ბისკვიტი


თუ თქვენც ჩემსავით მსუნაგი ბავშები გყავთ, კარგად გეცნობათ შეკითხვა: "დე, გემრიელი რა გვაქვს?"

თან გემრიუელი და თან მარტივი ჩვენი დღევანდელი დესერტია. ისე, შემჩნეული მაქვს, რომ სწორედ ასეთი დესერტები სარგებლობს პოპულარობით გაპრანჭულ ტორტებზე მეტად.

დაგვჭირდება:

2 კვერცხი

50 გ კარაქი

200 გ შაქარი

300 გ მაწონი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

250 გ ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა

ნახევარი ლიმონის წვენი

1 ლიმონის ცედრა

მწიკვი მარილი

ვანილი

2 ს.კ. შაქრის პუდრა

კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი,კ მწიკვი მარილი, დამდნარი კარაქი და კიდე გავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ მაწონი, სოდა, ლიმონის ცედრა და წვენი, ზეთი და ფქვილი. კარგად მოვურიოთ და გადავასხათ საცხობ ფორმაში. ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page