ორაგულის როლები პესტოთი, რიკოტას და ასპარაგუსის შიგთავსით27 мар. 2017 г.1 мин. чтенияვემზადებით ჯანსაღი, მარტივი და გერიელი სადილისთვის. დაგვჭირდება:200 გ ორაგულის ფილე250 გ სატაცური1 ლიმონის ცედრა და წვენი1 პატარა კონა ბაზილიკი ან 0,5 ჩ.კ. ხმელი1 ს.კ. კარაქი200 გ პარმეზანი200 გ რიკოტამარილიფერადი წიწაკების მიქსი50 გ პესტოს სოუსი ატაცური მოვწალოთ მარილწყალში და გადავწუროთ. შემდეგ ოდნავ მოვთუშოთ კარაქში.ორაგულის ფილე რიკოტას შევურიოთ პარმეზანი, ბაზილიკი, ლიმონის ცედრა, მარილი და წიწაკა. ორაგულის თხელ ფილეს გადავუსვათ რიკოტას მასა, შუაში დავალაგოთ 3-4 ღერი სატაცური და გადავახვიოთ. მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15 წუთთ.გამომცხვარი ორაგულის როლები გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაწუროთ ლიმონის წვენი და დავადოთ ზევიდან ცოტაოდენი პესტსოს სოუსი. გემრიელად მიირთვით!
Комментарии